• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტრადიციების რჩეული გამგრძელებელი

9 years ago
in სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
თემაზე “ვინ არის მწვრთნელი?” დისკუსია რომ გაიმართოს, უთუოდ ჩამოყალიბდება ასეთი აზრი: მწვრთნელი ეს არის მასწავლებელი, რომელიც აღსაზრდელში აყალიბებს ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას, ეს არის ოსტატი, რომელიც რუდუნებით ხვეწს შეგირდის შესაძლებლობას, გზას უკაფავს მაღალი სპორტული მწვერვალებისკენ, ეს არის ადამიანი, რომლის საუკეთესო თვისებებს და პიროვნულ ღირსებებს ითავისებს აღსაზრდელი…. ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, რადგან მწვრთნელობა თავისებური ხელოვნებაა ახალგაზრდების ფორმირების პროცესში.

ღირსეული მწვრთნელებით გაჯერებულია ქართული სპორტის ისტორია. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ვინც სამოღვაწეო ასპარეზად მწვრთნელობას ირჩევს, ესეც მათი აღმზრდელთა დამსახურებაა უწინარესად. თანამედროვე მწვრთნელთაგან გამორჩეულთა კოჰორტიდან დღესაც, უმძიმეს პირობებში, ბევრი თავდადებით ემსახურება საყვარელ საქმეს, რადგან სპორტისა და ახალგაზრდებთან მუშაობის გარეშე ცხოვრება მათთვის წარმოუდგენელია. ერთი მათგანი გახლავთ ნუგზარ გაჩეჩილაძე, რომელსაც ახლახან დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ამჯერად ამ ამაგდარ მწვრთნელთან ჩვენი შეხვედრის საბაბი სწორედ ეს იყო.

ვინც ახლოს იცნობს ბატონ ნუგზარს, უთუოდ დამეთანხმება – ეს არის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება უხმაუროდ იღვწის, რომლის მიზანი ამქვეყნად ქართული სპორტის მუხლჩაუხრელი სამსახურია. მაგრამ თავად როგორ მოვიდა სპორტში, საიდან დაიწყო ყველაფერი?

“16 წლისა ვიყავი, ცნობილმა ფალავანმა ვოვა რუბაშვილმა ორჯონიკიძის ქუჩაზე, პეტრეს ცნობილ საჭიდაო დარბაზში რომ მიმიყვანა. სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ვასო ილურიძემ ამხედ-დამხედა, ყმაწვილებში გამრია, “თუ მოგწონს იარეო” – მითხრა. იმ დღიდან მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი – გაჩნდა კონკრეტული მიზანი, რაც ყმაწვილობის ასაკში ბევრს ნიშნავს” – იგონებს ბატონი ნუგზარი.

ფიზიკურად მკვრივი იყო, მოქნილი, ენერგიული, თანაც წონა ჰქონდა ისეთი, მუდამ რომ ეძებენ მწვრთნელები. ილეთებს ძალდაუტანებლად ითვისებდა, რამაც მწვრთნელს შესაძლებლობა მისცა მალე გაეყვანა ხალიჩაზე საასპარეზოდ მსუბუქ წონაში. მერე, ჯერ მოსწავლეთა, შემდეგ მოზრდილთა ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენში მუდამ ასე იყო: ნებისმიერ წონაში ყველა ფალავანს ჰყავდა ღირსეული კონკურენტი. ნუგზარის მეტოქე ყველგან და ყოველთვის ზაურ შეყილაძე იყო, თუმცა თავის წილ წარმატებებს თავადაც იმკიდა საქართველოს თუ საკავშირო ხალიჩაზე თავისუფალ ჭიდაობაში.

“10 წელიწადი გავატარე ხალიჩაზე, როგორც სპორტსმენმა. მერე კი, როცა სპორტიდან წასვლის დრო დადგა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი მწვრთნელობაზე. ვიცოდი, რომ რაღაც გამომივიდოდა, შინაგანი რწმენა და ჭიდაობისადმი სიყვარული მაძლევდა ამის საფუძველს. თანაც ისეთ სამყაროში ვტრიალებდი, ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, მათთან განშორება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა”.

სპორტსაზოგადოება “შრომით რეზერვებში” იმ ხანებში ჰყავდათ ოლიმპიური ჩემპიონი მირიან ცალქალამანიძე, ამიტომ სერიოზულად მოკიდეს ხელი ჭიდაობის დანერგვას და რაოდენ გაბედული ნაბიჯი უნდა გადაედგათ მის მესვეურებს, რომ ეს საქმე ჯერ ისევ ახალბედა მწვრთნელისთვის მიენდოთ. თავად ნუგზარი კი უფრო მეტად გაოცებული დარჩა იმით, რომ სასწავლო ჯგუფების შექმნა, არა თავისუფალ, არამედ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაავალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეუდგა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა აღზრდას. სამწვრთნელო შემოქმედებაში აღმასვლაც მალე დაიწყო. წლებმა გამოცდილებაც მოიტანა, მით უფრო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტიც დაამთავრა. მისი შეგირდების წარმატებების ნუსხა სულ უფრო იზრდებოდა. მის შემოქმედებით ქურაში გამოიწვრთნენ ილია ლეგაშვილი (“შრომითი რეზერვების” ისტორიაში საერთაშორისო კლასის პირველი სპორტის ოსტატი), გივი ქენქაძე, მალხაზ მერმანიშვილი, ვაჟა იმერლიშვილი, ნუგზარ ბუთხუზი, გივი კალატოზიშვილი, მერაბ კულუმბეგოვი (ჭაბუკთა პირველობაში მოუგო სერგეი ბელოგლაზოვს), ზურაბ გულიშვილი, ანზორ კაპანაძე… ეს გვარ-სახელები თავისთავად მეტყველებენ მწვრთნელის დამსახურებაზე. იმასაც დავძენთ, რომ ნუგზარ გაჩეჩილაძემ თავის დროზე, მაშინ, როცა 12 წლის ბიჭს პირველად დაადგა თვალი და შემდეგაც ნაკრებში მწვრთნელად მუშაობისას დიდი წვლილი შეიტანა ლერი ხაბელოვის მომზადებაში. საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად 1972-1987 წლებში იყო მიწვეული. ეს ის წლებია, როცა საქართველოსა და საბჭოთა ნაკრებში გამოდიოდნენ ვლადიმერ არსენიანი, ლევან თედიაშვილი, ლერი ხაბელოვი, დავით გობეჯიშვილი, გიორგი მაკასარაშვილი, ნოდარ მოდებაძე, ტარიელ ალიბეგაშვილი. ასევე დიდხანს იმუშავა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროს მწვრთნელად, იმ ეპოქაში, ადვილი არ იყო საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდების მოპოვება. ნუგზარს ამაგი და გარჯა 1975 წელს დაუფასდა. მანამდე კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გახდა.

“1982 წლიდან ნაკრებში მწვრთნელობის პარალელურად უნივერსიტეტში მიმიწვიეს უფროს მასწავლებლად, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვავარჯიშებდი ამ სასწავლებლის მოჭიდავეთა ნაკრებს. დღემდე არ გამიწყვეტია ურთიერთობა უნივერსიტეტთან”.

რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში მრავლად იყო სტუდენტ სპორტსმენთა წარმატებები, მაგრამ თავად მწვრთნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შარშან, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს უნივერსიადაში მოპოვებულ იმ 16 მედალს რომელიც მისმა შეგირდებმა დაიმსახურეს. ამ მედლებიდან 7 ოქროსია, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოსი. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი უნივერსიტეტელებს პირველობა ხვდათ წილად. ამ წარმატების ანალოგიურად გვახსენდება 1975 წელი – საქართველოს პროფკავშირების სპარტაკიადა. მაშინ ჭიდაობა საქართველოს ყველა სპორტსაზოგადოებაში პრიორიტეტად ითვლებოდა. თითქმის ყველას ჰყავდა უმაღლესი რანგის თითო ან რამდენიმე სპორტსმენი. ლევან თედიაშვილი “ლოკომოტიველი” იყო და ვინაიდან იგი საბჭოთა ნაკრებში იყო მიწვეული, პროფკავშირების სპარტაკიადის ერთი ოქროს მედალი თედიაშვილის დაუსწრებლად მიითვალეს რკინიგზელებმა. “შრომითმა რეზერვებმა” ერთით ნაკლებ წონით კატეგორიაში გამოიყვანა გუნდი, მაგრამ ნუგზარ გაჩეჩილაძის ბიჭებმა სასწაული მოახდინეს – “ლოკომოტივის” შემდეგ დაიკავეს მეორე გუნდური ადგილი, უკან ჩამოიტოვეს “სპარტაკის”, “ბურევესტნიკის”, “კოლმეურნეს”, “განთიადის” წარმომადგენლები.

ჯერ კიდევ 1973 წელს, როცა ნუგზარი სრულიად ახალგაზრდა მწვრთნელი იყო, ჩვენი სახელოვანი ფალავანი გურამ საღარაძე “ლელოს” ფურცლებზე წერდა: “მე პირადად მივესალმები დაუზარელ და ხალისიან ნუგზარს. მან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოძებნა და თავდაუზოგავად მუშაობს მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი მალე მოიმკის თავისი შრომის ნაყოფს”.

და მოიმკა კიდეც. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მოსამკელი კიდევ დარჩა და მწვრთნელი კვლავაც ახალგაზრდული შემართებით, ახალი სპორტული მწვერვალების დასაპყრობად მიუძღვის შეგირდებს.

თ. თომაშვილი

წყარო: “ლელო”

Share2Tweet1

ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025
ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ
ახალი ამბები

ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

03/09/2025
“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა
ახალი ამბები

“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

02/14/2025

საინტერესო

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს

12 years ago
მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

11 years ago
კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ახალი ვალდებულებები დააკისრა

კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთინება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლის განთავსებასთან და შემდგომ ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 years ago
მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by