• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ ჩავაბაროთ აღსარება და როდის მივმართოთ ფსიქოლოგს?!

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
როგორ ჩავაბაროთ აღსარება და როდის მივმართოთ ფსიქოლოგს?!
34
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აღდგომის მარხვის განმავლობაში ქრისტიანები ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად თქვან აღსარება და მოინანიონ ჩადენილი ცოდვები. აღსარების ჩაბარების სხვადასხვა ფორმა არსებობს, რაც ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დღიდან გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა. ცოცხალი ღმერთი ცოცხალ ურთიერთობებს გულისხმობს, კულტურული მრავალფეროვნება და ინდივიდუალური თავისებურებები კი გარკვეულწილად ამ ურთიერთობათა ფორმის განმსაზღვრელია. „რამეთუ რომელმან უხრწნელი ფერხი შენი შეიპყრა, განხსნა ცოდვისა წარიღო,“ – თუ გული წრფელია, ზოგჯერ ყველაფერი ასე მარტივია. მეზვერე ზაქე, მეძავი, ავაზაკი და პეტრე – ოთხი პიროვნება, რომელთაც აერთიანებთ სინანული და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეიცვალონ – საპასუხოდ შენდობასა და ღმერთის მეგობრობას იღებენ.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის მღვდელმსახურთან, დეკანოზ დავით ციცქიშვილთან. მამა დავითი პროფესიით ფსიქოლოგია და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  კითხულობს ლექციებს.

როგორ აბარებდნენ აღსარებას პირველი ქრისტიანები?

– ძველად აღსარების ჩაბარების ორი გზა არსებობდა: საჯარო და პირადი ანუ ისე, როგორც დღესაა მიღებული. საჯარო ფორმა გულისხმობდა ცოდვების აღიარებას ხალხისა და მღვდლის ან ეპისკოპოსის წინაშე. დღეს ადამიანს, საჯაროდ კი არა, მოძღვართან უჭირს აღსარების ჩაბარება. ახლა წარმოვიდგინოთ, რამხელა გამბედაობა ჰქონდათ მათ, ვინც საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს. ალბათ ეკლესიის წიაღში მაშინ სხვა მადლი ტრიალებდა. უკვე ასწლეულებია აღსარების საჯაროდ ჩაბარების პრაქტიკა არ არსებობს. საბჭოთა პერიოდში იყო საინტერესო შემთხვევა, აფხაზეთში ერთმა მორჩილმა ზურგზე ისე დაიწერა საკუთარი ცოდვები, რომ მსახურების დროს ხალხს იოლად შეეძლო წაეკითხა.

აღსარებას ზოგჯერ წერილობით აბარებენ. ამაზე რას ფიქრობთ?

– ეს ფორმა მისაღებია, მაგრამ აქ მთელი რიგი ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ზოგჯერ სასულიერო პირს იმხელა მრევლი ჰყავს, რომ დროის სიმცირის გამო აღსარებას წერილობით იბარებს. არ არის დასამალი, რომ ბევრს აღსარების ჩაბარების კულტურაც არ აქვს, მოყვებიან უამრავ ამბავს და აღარ ფიქრობენ, რომ კიდევ ბევრი ადამიანია რიგში და მღვდლის შესაძლებლობებიც ამოწურვადია. მე ვთვლი, რომ წერილობით კომუნიკაციას დიალოგი ჯობია, რაც მეტ ემოციას, მეტ ჩართულობას მოითხოვს. ადამიანმა უნდა გამოყოს თავისი მნიშვნელოვანი სისუსტეები, ცოდვითი მიდრეკილებები, განცდითი შეცოდებები ანუ ის რაც გამოსასწორებელია და სათქმელი ლაკონურად გადმოსცეს. ლაროშ ფუკო, ფრანგი მჭერმეტყველი, ამბობდა, რომ ყველაზე დიდი მჭერმეტყველებაა, თქვა ის რაც საჭიროა და არფერი თქვა ზედმეტი. მე პირადად ასეთი მიდგომა მაქვს, მრევლის წევრს ვეუბნები, რომ გამოყოს სამი მიდრეკილება, რომელიც გზას უღობავს უფლისკენ. ნაკლოვანებები ბევრი გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გამოვყოთ. გავა დრო და კიდევ სხვა ნაკლოვანებებზე დავფიქრდებით. ასევე აბსტრაქტული ცნებებით კი არ გამოვხატოთ სათქმელი, არამედ დავაკონკრეტოთ: მაგალითად, თუ წერ, რომ ამპარტავანი ხარ, რაში ავლენ შენს ამპარტავნებას? ფიზიკურად მუშაობა გერიდება? ან ქალაქს ასუფთავებ და შეუფერებლად მიგაჩნია ამგვარი საქმე?  და ა.შ. უნდა გახსოვდეს, რომ თუ შენ საქმეს არ აკეთებ, ვერც უფალი და ვერც მღვდელი გააკეთებენ შენს გასაკეთებელს. ღმერთი კი მას ეხმარება, ვინც საკუთარი თავის გამოსასწორებლად იბრძვის.

აღსარებას სინანულის საიდუმლოსაც უწოდებენ. თუ ადამიანი სინანულშია, რა მნიშვნელობა ენიჭება ზეპირ აღიარებას?

– ერთია, როცა ხატებთან ვდგავართ და ვინანიებთ (ღმერთი, რა თქმა უნდა, ამასაც იწირავს), მაგრამ კიდევ სხვა განცდაა, როცა  აღსარებას ვაბარებთ. სანამ მღვდელი გავხვდებოდი, მქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრაქტიკა და ვეუბნებოდი ბენეფიციარს: „ჩემთან შეიძლება უკეთ გაიხსნა, შეიძლება უკეთესი რჩევა მოგცე, მაგრამ აღსარებაში მაინც თქვი. იმიტომ რომ ეს მისტიური საიდუმლოა.” პირველ აღსარებას ძალიან საინტერესო განცდები ახლავს,  თითქოს ფსიქოლოგიურად ან სულიერად კი არ გრძნობ შვებას, არამედ ფიზიკურად ჩამოგეხსნა რაღაც ლოდი, სიმსუბუქისა და სილაღის შეგრძნება დაგეუფლა. როცა ფსიქოლოგს, მოძღვარს ან მეგობარს ესაუბრები, ასეთ განთავისუფლებას არ გრძნობ. შენდობის ლოცვის წაკითხვას ამ საიდუმლოს აღსრულებაში დიდი როლი ენიჭება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, მაცხოვარი როგორ ეუბნება მოციქულებს: „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ და ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“. ჩვენ ცოცხალი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, ვსწავლობთ საკუთარ თავს, ვაკვირდებით აღსარების ან ლოცვის შემდგომ რა განცდები გვეუფლება. ასე რომ, ქრისტიანობა არ არის ტრაფარეტული გზა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ შუამავალი მასსა და ღმერთს შორის არ არის საჭირო, მაგრამ ვინც აღმსარებელია, ის მეტად გრძნობს რა დანიშნულებაც აქვს ამ შუამავალს – არა პროვნული დამსახურების გამო, არა იმის გამო, რომ გამორჩეული ნიჭისა და ინტელექტის ადამიანია, არამედ მღვდლობის საიდუმლოს გამო.

ზოგჯერ სასულიერო პირი მრევლს საერთო შენდობის ლოცვას უკითხავს. ამ მიდგომასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

– ასეთი ფორმაც გავრცელებულია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, აღსარების იდეა მაშინ მჟღავნდება, როცა ემოციურად განიცდი, რასაც ნანობ და რის გამოსწორებასაც ცდილობ. საზოგადო შენდობის დროს, გარკვეულწილად ინდიფერენტული ხარ. ამიტომ საზოგადო შენდობა ფსიქოლოგიურად ცოტა აკნინებს აღსარების მნიშვნელობას, ემოციურად ისედაც დაცლილ ცხოვრებაში ხელს არ უწყობს, რომ წინ წამოვიდეს სინანულის განცდა.

რამდენად ხშირად უნდა აბარებდეს ადამიანი აღსარებას და როგორი უნდა იყოს სასულიერო პირის მიდგომა, თუ აღმსარებელი ერთი და იმავე შეცდომას იმეორებს?

– საერთოდ, უმჯობესია, როცა შინაგანად მომწიფდები, მაშინ მიხვიდე აღსარების სათქმელად, რადგან ხშირი ჩაბარება უფრო ზედაპირული ხდება. არის შემთხვევა, როცა ადამიანი მოდის და ამბობს: „ვიცი, რომ მაინც გავიმეორებ ამა თუ იმ შეცდომას და რა აზრი აქვს აღსარებაში თქმას?“  მაინც უნდა თქვა, რადგან თუ არ იტყვი, მაშინ მოჯადოებულ წრეში ჩაგითრევს შენი ნაკლი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მძიმე ცოდვას ხშირად იმეორებს, შეიძლება უზიარებლობის სასჯელის დადება. მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში სასჯელს შედეგი არ აქვს. ზოგჯერ მოძღვარი, რაღაც თვალსაზრისით, უნდა დაყვეს ადამიანის სისუსტეს, თვალი დახუჭოს, შეიწყნაროს და თანდათან სწორი გზა მიუთითოს.

როცა რჩევა ადამიანს არ ესმის, ზოგჯერ სასულიერო პირი არაორდინალური ქცევებით მიანიშნებს იმას, რაც  გამოსასწორებელია. ასე იქცეოდნენ სალოსები. მახსენდება მამა სებასტიან ყარაგანდელი. მასთან ერთად მოღვაწეობდა სალოსი დედა ანასტასია. როდესაც მოძღვარი პანაშვიდს გადაიხდიდა და საკურთხს დადებდა მაგიდაზე, მოხუცებული ქალები მიცვივდებოდნენ დასატაცებლად. საპასუხოდ, სებასტიან ყარაგანდელმა და სალოსმა ანასტასიამ ასეთი სცენა გაითამაშეს: ერთ-ერთი პანაშვიდის შემდეგ, ანასტასია მიიჭრა სუფრასთან და საჭმლის აღება დაიწყო. მამა სებასტიანი ჯოხით გამოუდგა და ანასტასიას ხალხის თვალწინ სცემა. ამით მიანიშნეს მოხუცებულ ქალებს, რომ მათი საქციელი მოსაწონი არ იყო.

ადამიანის შეცოდებებით აპელირება, შეცდომების შეხსენება და მათკენ ხშირად თითის გაშვერაც არასწორია. პავლე მოციქულმა კორონთოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მონანიების შემდეგ, შეუნდო ცოდვა და ხალხს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ შემცოდე ადამიანის ლანძღვისა და დადანაშაულებისგან, რომ ის ზედმეტ მწუხარებას არ დაენთქა.  „განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული“ – წერს პავლე კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში.

თქვენ როგორც სასულიერო პირს და ფსიქოლოგს, როგორ მიგაჩნიათ, აღსარებას აქვს მხოლოდ რელიგიური თუ ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც?

– როცა ადამიანი ტრამვულ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დახმარების ხერხი ის არის, რომ ილაპარაკოს თავისი სატკივარის შესახებ. ფსიქოლოგის დანიშნულებაა, რომ ადამიანი გახსნას და ბევრი რამ ათქმევინოს საკუთარი ფიქრებისა თუ განცდების შესახებ, რასაც  გარკვეული შვება მოაქვს. ძალიან ხშირად ჩვენი ნერვულ-სტრესული გამოვლინებები, ფობიები თუ კომპლექსები ცოდვების შედეგია, თუნდაც იმ ცოდვებისა, რომლებსაც ვერ ვაცნობიერებთ. ასეთ დროს სულიერი დახმარება ფსიქოლოგიურ დახმარებას გულისხმობს, მაგრამ ამავე დროს, აღსარებაში არის მეტაფიზიკური, მადლისმიერი ასპექტიც, რასაც ძალიან გავაუბრალოებთ, თუ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ეფექტს დავინახავთ.

როგორ გავმიჯნოთ ცოდვა ფსიქოლოგიური პრობლემებისგან? რა კავშირშია ეს ორი ერთმანეთთან?

– სასულიერო პირთათვის გამოვეცით ფსიქიატრიული ცნობარი. იქ გვქონდა ასეთი დავა: რა არის ცოდვა – გამოხატულება ჩვენი დაცემული ბუნებისა თუ ფსიქიკური აშლილობის შედეგი? არსებობს ფსიქიკური აშლილობის ფორმა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომელსაც ფაზების მონაცვლეობა ახასიათებს. მანიაკალურ ფაზაში ადამიანი უაზროდ აგზნებულია ქცევებისა თუ ფიქრების დონეზე. ერთი ქალის შემთხვევა მახსენდება, მანიაკალური ფაზა რომ დაეწყებოდა, აღვირახსნილად ცხოვრობდა. ამ ფაზიდან რომ გამოდიოდა, ჩადენილს ნანობდა. მისი ქცევები ფსიქიკური აშლილობის შედეგი იყო. როცა ადამიანი დიდხანს ჩაწოლილია, დეპრესიაშია და არაფერი ახალისებს, აღსარებითა და დარიგებით ამგვარი აშლილობის შერბილება რთულია, ამ დროს მედიკამენტური მკურნალობაა საჭირო.

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე წერს, რომ „ხშირად გონებას არ ახსოვს ჩადენილი ცოდვა… როდესაც მოუნანიებელი შეცოდებები გროვდება, ისე აწვებიან სინდისს, რომ კაცს უჩვეულო შიში იპყრობს: ეჩვენება, თითქოს რაღაც საშინელება უნდა შეემთხვეს, ნერვული გაღიზიანება ეწყება, უცნაურ მოუსვენრობას გრძნობს, შინაგან სიმტკიცეს კარგავს, არ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა… ხშირად ადამიანი ვერ ხვდება რა მიზეზით სჭირს ეს ყველაფერი. ღმრთის გამოუთქმელი მოწყალებით, ეს განცდები ჩვენს ცოდვებს გვახსენებს, რათა სულიერმა გაჭირვებამ გვაიძულოს აღსარების საიდუმლოს მივმართოთ.“

თეოფილაქტე ბულგარელი გონებას სულის სახლს უწოდებს. როგორ დავიცვათ გონებისა და სულის სიწმინდე?

– ადამიანის სულს სამი ძირითადი თვისება აქვს: შიში ღვთისა, სინდისი და წყურვილი უფლის მოძიებისა. როცა სასჯელის მოლოდინი მიგრძვნია, ამ შიშით ბევრი რამე გამომისწორებია. ფსიქოლოგიურად ყოველთვის ასეა: მშობელი თავის თავს ეკითხება, მისი არასწორი საქციელი ხომ არ არის ბავშვის ავადმყოფობის მიზეზი. ეს საკითხი თეოლოგიურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ შვილებს გენეტიკურად გადაეცემათ მშობლების მიდრეკილებები, აღარ ვსაუბრობ სოციალური ურთიერთობებით შეძენილ მანკიერ თვისებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ან საზოგადოებაში პრობლემებია. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია გენეტიკურ მანკიერებებს ებრძოლოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „ზოგიერთი ბუნებით მიდრეკილია თავშეკავებისკენ, მდუმარებისკენ, თავმდაბლობისკენ ან გულჩვილობისკენ. სხვებთან კი იგივე ბუნება ეწინააღმდეგება ამ კარგ თვისებებს, მაგრამ ისინი თავს აიძულებენ და მიუხედვად იმისა, რომ მარცხდებიან ხანდახან, მე მათ პირველზე მეტად ვაქებ“.

სინდისი უფლისმიერი ხმაა. თუ უფლის წყურვილი არ გაქვს, გარშემო ყველაფერი ამოწურვადი ხდება. თუ სინდისის ხმას ვუსმენთ და სწორად ვვითარდებით, უფლის მაძიებელნი ვართ. სულისმიერი მოძრაობები, ისევე როგორც ცოდვისმიერი, ჩვენი განცდებით გამოიხატება. დღის განმავლობაში ჩვენში მრავალი განცდა შემოდის: ხან ვბრაზდებით, ხან შეგვშურდება, ხან დეპრესია გვძლევს. ქრისტიანობა უფლის ხსოვნაზე გადის და სულიერად მაშინ ცხოვრობ ადამიანი, როცა ამ განცდებს იმის მიხედვით ასწორებ, რაც უფლისთვისაა სათნო. მაგალითად, მეუფე გაბრიელ ქიქოძე ამბობს, რომ ადამიანი ძალიან შურიანი არსებაა, ხშირად სწყინს სხვისი სიკეთე და ბედნიერება; შურს ის, რაც სხვას აქვს და თავად კი – არა, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, რომ შურისგან თავი დაიცვა? გონება უნდა გადართო, კეთილი სურვილებით მომართო და ისე ცხოვრობდე, თითქოს უფლის წინაშე დადიოდე.

მარიამ ქალებაშვილი

 

Share14Tweet9

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026

საინტერესო

“უცხოელები ქართული ენის შესწავლაში გამართული მეთოდოლოგიით უნდა მოვამზადოთ” – ნინო დობორჯგინიძე

“უცხოელები ქართული ენის შესწავლაში გამართული მეთოდოლოგიით უნდა მოვამზადოთ” – ნინო დობორჯგინიძე

10 years ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

6 years ago

ილია მეორემ ხობში, ნოჯისხევის მარიამ ხვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა აღავლინა

13 years ago

საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა ახალი მთავრობის მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by