• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში ბილიარდი იმ დონეს მიაღწევს, რომ საერთაშორისო ტურნირებსაც კი ჩაატარებს – დავით ავაკიანი

9 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
საქართველოში ბილიარდი იმ დონეს მიაღწევს, რომ საერთაშორისო ტურნირებსაც კი ჩაატარებს – დავით ავაკიანი
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბილიარდი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,billart” ან ,,billete”, რაც ჯოხს ნიშნავს. მე-14 საუკუნიდან მას თამაშობენ უკვე საფრანგეთში. არსებობს რამდენიმე სახეობის ბილიარდი: კლასიკური ბილიარდი, პული, კარამბოლი და სნუკერი. საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად თამაშობდნენ კლასიკურ ბილიარდს, შემდგომ შემოვიდა პულის სახეობა და ცოტა ხნის წინ დაიწყეს სნუკერის განვითარებაც. რამდენად ვითარდება სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში და რა პერსპექტივები გვაქვს,  აღნიშნულზე “თბილისი თაიმსს” ბილიარდში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, დავით ავაკიანი ესაუბრა.

როდიდან დაინტერესდით ბილიარდით და რამდენი ხანია, რაც ამ სპორტს მისდევთ? რას გვეტყვით თქვენს მიღწევებზე?

– ბილიარდით  დავინტერესდი 11 წლის ასაკში, როცა მამაჩემმა ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე გადაწყვიტა გაეხსნა საბილიარდო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მამაჩემმა გაურკვეველი მიზეზით მაინცდამაინც საბილიარდოს გახსნა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესში არაფერი გაეგებოდა. საქართველოს ჩემპიონი პირველად 14 წლის გავხდი. და მის მერე 28 პირველი ადგილი მოვიპოვე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილიარდის ტურნირებზე ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. ასევე რამდენჯერმე თავი საერთაშორისო ასპარეზზეც გამოვცადე, მაგრამ პირველი ადგილი არ მომიპოვებია.

ბილიარდის თამაში თქვენი გატაცებაა თუ პროფესიად თვლით?

– დიდი სიამოვნებით დავარქმევდი პროფესიას, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ბილიარდის განუვითარებლობის გამო, იგი წლების მანძილზე უბრალო გატაცებად რჩებოდა, რადგან არ შემეძლო იმდენი დრო დამეთმო მისთვის რამდენიც მინდოდა. დღეს, როცა ბილიარდი სწრაფად ვითარდება, უკვე შეიძლება ფიქრი იმაზე რომ, ბილიარდს, როგორც პროფესიას ისე მივუდგე, და რაც უფრო მეტად განვითარდება სპორტის ეს სახეობა, მით უფრო მეტი დროის დათმობის საშუალება მექნება.

თქვენი გამოცდილებით, განვითარების რა საფეხურზეა საქართველოში აღნიშნული სპორტი და როგორი მომავალი აქვს?

– ჩემი აზრით, დღესდღეობით საქართველოში ბილიარდის განვითარების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც სახელმწიფოს, ისე სხვა დამოუკიდებელი პირების ძალისხმევით ეს სპორტი საქართველოში დღითიდღე მეტ ყურადღებას იპყრობს, თუმცა მაინც მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ სხვა ქვეყნებს დავეწიოთ ამ საქმეში.

წელს, მაგალითად, თბილისში გაიხსნა საბილიარდო, რომელშიც ევროპის დონის მაგიდები დგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ევროპის ტურნირებზე გასვლისას დახვდებათ ნაცნობი მაგიდები, რაც გაზრდის წარმატების შანსს, აქამდე კი საქართველოდან გასულ მოთამაშეებს ჯერ ახალ/უცხო მაგიდებთან უწევდათ შეჩვევა, და შემდეგ ამ მაგიდებზე სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი წინსვლა კიდევ ბევრი იქნება და საქართველოში ბილიარდი იმ დონეს მიაღწევს, რომ საერთაშორისო ტურნირებსაც კი ჩაატარებს.

სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ექცევა ყურადღება ბილიარდს, ფედერაციის მუშაობაზე რას გვეტყვით?

– თავდაპირველად საკმაოდ პასიური იყო სახელმწიფო, თუმცა წელს უკვე გამოგვიყვეს ბიუჯეტი, რომლის გამოყენებითაც დაგვასპონსორეს ორი სპორტსმენი და გაგვაგზავნეს ავსტრიაში ევრო ტურის სათამაშოდ. ამ ტურნირზე კი მე დავიკავე 161 ადამიანიდან 65 ადგილი, ხოლო ნოდარ ბაქრაძემ 97. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მოთამაშეების 90% პროფესიონალად ითვლება. ამის ფონზე საქართველომ პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება…

– რა თქმა უნდა, ყველა ჩემი მიღწევა მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებით დიდი იყო ჩემი პირველი მოგება. 14 წლის ასაკში ნახევარფინალში 2– 8 –ს ვაგებდი და 9-8 მოვიგე, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ფინალშიც კარგი თამაში ვაჩვენე. ეს მოგება იმიტომ იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 14 წლის ბავშვისთვის „ანგარიშის წნეხის“ მიუხედავად გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო.

ბილიარდის რომელი სახეობაა ჩვენს ქვეყანაში უფრო პოპულარული?

– ბილიარდი ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან არსებობს, მაშინ პოპულარული მხოლოდ კლასიკური ბილიარდი იყო, თუმცა დღეს, ჩემი აზრით, პულის სახეობას უფრო ხშირად  ვხვდებით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?

– მე უკვე 12 წელია ვთამაშობ ბილიარდს და ამის გამო იგი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, თავის დანებებას არ ვაპირებ.  მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ დღეს ბილიარდის თამაშით დამაკმაყოფილებელი შემოსავალი ვერ გექნება,  რის გამოც შესაბამისად ვიძენ სხვა პროფესიას, ამჟამად ვსწავლობ “თავისუფალ” უნივერსიტეტში. უახლოეს მომავალში მივდივარ ჰოლანდიაში ევროტურზე და მთელი შემართებით ვემზადები ამისთვის.

ეკა წიკლაური

 

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

„მთავარ არგუმენტად” მივიჩნევ მის გერმანელ გოგონას…“ – ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხსნის, თუ რატომ არ მიაჩნია ბასილაშვილი კრიმინალურ მოძალადედ 

„მთავარ არგუმენტად” მივიჩნევ მის გერმანელ გოგონას…“ – ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხსნის, თუ რატომ არ მიაჩნია ბასილაშვილი კრიმინალურ მოძალადედ 

4 years ago

როგორ ვლინდება სოციალური ქსელების გავლენა მოდის ინდუსტრიაში

10 years ago

საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს

12 years ago

მარია კალასი: ,,დედამიწა დაყრუვდა. სიმღერა აღარ ძალმიძს“

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by