• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი წარმატებული სტუდენტები მსოფლიოს მაღალრეიტუნგულ უნივერსიტეტებში

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბაკალავრიატზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წლამდე მცირდება
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სტუდენტობა ცხოვრების მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ზოგადი პრაქტიკა აჩვენებს, სასკოლო სივრციდან უფრო ფართო, საუნივერსიტეტო განზომილებაში, ადამიანები მეტ თავისუფლებას შეიგრძნობენ და ცდილობენ, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ მრავალ საინტერესო პროფესიათა შორის. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა ნაწილი სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რა განაპირობებს მათს არჩევანს, როგორია იმ სტუდენტების სამომავლო გეგმები, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, რა პრივილეგიებს ანიჭებს მათ უნივერსიტეტები და როგორ გააგრძელებენ საქმიანობას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. უცხოეთში სწავლამდე განვლილი გზისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ თავად სტუდენტები ისაუბრებენ.

მარიამ ზიბზიბაძე:

„ვსწავლობ, კურვინუსის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. უნგრეთის სახელმწიფო Stipendium Hungaricum-ის პროგრამის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურზე საშუალებას აძლევს უცხოელ სტუდენტებს, სწავლა უნგრეთის უნივერსიტეტებში გააგრძელონ. ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უნგრული ტემპუსის ფონდი ლოკალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, საქართველოს შემთხვევაში ეს არის საერთაშორისო განათლების ცენტრი. კონკურსის ფარგლებში აპლიკანტი სამ შესარჩევ ტურს გადის, ამ ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ ხდება უნგრეთის სახელმწიფო სტიპენდიის სტიპენდიანტი და შესაძლებლობა ეძლევა, უნგრულ უნივერსიტეში გააგრძელოს სწავლა.

კორვინუსის უნივესრსიტეტი 1853 წელს დაარსდა და ბოლო წლების რეორგანიზაციის შემდეგ, 3 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ეკონომიკის სკოლა, ბიზნესის სკოლა და სოციალური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა. QS World University Rankings-ის მონაცემებით, უნივიერსიტეტი მსოფლიო რეიტინგის 600 საუკეთესო უნივერსიტეტშია შესული.

სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში მინდა გავაგრძელო ცხოვრება და მუშაობა, ამჟამად დაინტერესებული ვარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზით. ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებ საერთაშორისო ან ადგილობრივ ანალიტიკურ ორგანიზაციაში.“

 სალომე ქირია:

„ვსწავლობ ჩინეთში, კანსუს პროვინციაში, ლანჭოუს უნივერსიტეტში; მანამდე ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, მეორად საგნად ავირჩიე ჩინური ენა, რადგან ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა ჩინეთის შორეული აზიური კულტურა და ჩინელების განსხვავებულობა, უნივერსიტეტში მომეცა შესაძლებლობა, ახლოს გამეცნო ჩინეთი და მესწავლა ჩინური ენა, ეს მეორ მხრივ იქნებოდა ჩემს მომავალ განვითარებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია.

ჩინური ენის სწავლა დავიწყე კონფუცის ინსტიტუტში; 2 წლის შემდეგ კი მივიღე მონაწილეობა კონფუცის ინსტიტუტის გაცვლით პროგრამაში, რომელიც ჩინეთის წამყვან ინსტიტუტებში ჩინური ენისა და კულტურის სწავლის გაგრძელებას აფინანებდა. ჩინეთში წასასვლელად მაღალ ქულებზე უნდა გქონოდა ჩაბარებული ჩინური ენის საერთაშორისო დონის წერითი (HშK III) და ზეპირი (HშKK), ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიაც მოვიპოვე ლანჟოუს უნივერსიტეტში სასწავლებლად.

უნივერსიტეტი ჩინეთში ცნობილია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებით. ჩინეთის მასშტაბით ათეულში შედის. გამოირჩევა როფორც ერთ ერთი ძველი უნივერსიტეტი. სწავლის დასაწყისში უცხოელი სტუდენტებისთვის გაცნობითი დღეების ფარგლებში უამრავ საინტერესო ღონისძიებას დავესწარი ჩინური კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად: თავადა ვიღებდით მონაწილეობას ჩაის დამზადების ცერემონიაში, ჩინური ტრადიციული საჭმელის – პაოწ-ების მომზადებაში, მონაწილეობა მივიღე ტრადიციულ ცეკვებში.

ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, თუმცა ჯერ ზუსტად არ  გადამიწყვიტავს რა მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას.“

ნიკა შეყელაძე:

„ვსწავლობ სეგედის უნივერსიტეტში, უნგრეთში საერთაშოეისო ურთიერთობების მაგისტრატურის პროგრამაზე. აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების მეშვეობით შევძელი, რომელსაც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება შესარჩევ ეტაპს, იგი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. უპირველესყოვლისა  შეგვარჩიეს დოკუმენტების საფუძველზე, შემდგომ იყო გასაუბრება და კანდიდატთა წარდგენა მასპინძელ უნივერსიტეტებში. ჩემი პირველი პრიორიტეტი სწორედ სეგედის უნივერსიტეტი იყო და შერჩევის მიხედვითაც აქ მოვხვდი.

სეგედის უნივერსიტეტი უნგრეთში ერთ-ერთი პირველია. უნივერსიტეტების სხვადასხვა რეიტინგების მიხედვით იგი უნგრეთის სამეულშია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 500-600 ადგილებს შორისაა. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ინგლისურ პროგრამაზე სწავლა როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე გაგრძელება.

სწავლის დასრულებისთანავე საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავ. მსურს, დავაგროვო გარკვეული სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობით და შემდგომ დავბუნდე სამშობლოში.“

რუსუდან ზაბახიძე:

„ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ვსწავლობ გლაზგოს უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხოების, დაზვერვისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო პროგრამაზე, რომელიც ერთობლივად რამდენიმე აკადემიურ პარტნიორს შორის თანამშრომლობით ხორციელდება. ამის გამო ერთი სემესტრის განმავლობაში თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მომეცემა. მომდევნო გაზაფხულის სემესტრი დუბლინ სითის(ირლანდია), ხოლო შემოდგომის სემესტრი  ჩარლზის (ჩეხეთი) უნივერსიტეტში სწავლას გულისხმობს.  გარდა ამისა პროგრამა მოიცავს საზაფხულო კურს გერმანიაში, როზენსბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში და სასწავლო პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციაში.

როგორც აღვნიშნე, სამ უნივერსიტეტში ვისწავლი. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია სასწავლო მეთოდების, შემოვაზებული შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა სამივეს აქვს საკუთარი ძლიერი მხარე, რომლითაც პროგრამას ამრავალფეროვნებს და მის წარმატებაში შეაქვს წვლილი. გლაზგოს უნივერსიტეტი  მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო ასეულში შედის, შესაბამისად, აქ მოხვედრისათვის თითოეული სტუდენტი საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში იბრძვის. დუბლინ სითის უნივერსიტეტი შედარებით ახალი უნივერსიტეტია, თუმცა მცირე დროში შეძლო დაწინაურება. ჩარლზის უნივერსიტეტი კი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია და ასევე წარმატებით მიიწევს წინ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. ჩემს პროგრამაზე წელს 40 სტუდენტი ჩაირიცხა მსოფლიოს 28 ქვეყნიდან, მათ შორის 2 საქართველოდან.  პროგრამის ფარგლებში სასწავლო გარემოს მუდმივი ცვლა საშუალებას გვაძლევს მრავალფეროვან აკადემიურ მიდგომებს გავეცნოთ და მის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღოთ.

პროგრამა 4 სასწავლო მოდულს მოიცავს, რომელთაგან ერთზე არჩევანი სწავლების მეორე წელს თავად სტუდენტმა უნდა გააკეთოს. ვინაიდან სწავლა ახლახან დავიწყე, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია კონკრეტულად რომელი მიმართულებით დავავიწროვებ ჩემს ინტერესს. დიდი ალბათობით, სწორედ ეს არჩევანი გადაწყვეტს ჩემს სამომავლო საქმიანობას.

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველოსთვის მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს-მნიშვნელობა არ აქვს ეს საზღვარგარეთიდან ხდება თუ ქვეყნის შიგნიდან, ამიტომ რა საქმიანობაც არ უნდა ავირჩიო, ყოველთვის ვეცდები ის როგორმე საქართველოს განვითარებას დავუკავშირო.“

ნანუკა მაღლაკელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

სახალხო დამცველი: “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რექტორის არჩევის წესი დაარღვია”

10 years ago
„კონკურსი “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე“ – დავით კაპანაძე

„კონკურსი “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე“ – დავით კაპანაძე

10 years ago
ოთარ კახიძე: “შეუძლებელია, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება სერიოზულად აღიქვა”

ოთარ კახიძე: “შეუძლებელია, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება სერიოზულად აღიქვა”

10 years ago

ფლორენციაში “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by