• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, თებერვალი 25, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
-7 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
მოიმატებს თუ არა საწვავზე ფასი!

მოიმატებს თუ არა საწვავზე ფასი!

2014/07/21
in ექსკლუზივი
1 0
17
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

previewდედამიწა, რომ მოულოდნელობებით არის აღსავსე ეს ალბათ ყველამ იცის. არასოდეს იცი რას აღმოაჩენ მის შუაგულში, რა ჩქეფს მის ძარღვებში. ბუნების წიაღი ოდითგანვე ასაჩუქრებდა ადამიანს და მას ცხოვრებას უმარტივებდა. დედამიწაზე ბვერი რამ ჩნდება, ბევრი რამ ქრება, ზოგის ფასი იმატებს, ზოგის კლებულობს და ასე უსასრულოდ.  ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც დედამიწამ ადამიანს გაუკეთა ეს შავ ოქროდ წოდეული – ნავთობია. ის თავის მნიშვნელობას არასოდეს არ კარგავს და მუდამ აქტუალურია. როგორც ამბობენ ადამიანების უმრავლესობა კარგავს საკუთარ ჯანმრთელობას სიმდიდრის მოსაპოვებლად და შემდეგ ხარჯავენ მოგროვილ სიმდიდრეს ჯანმრთელობის დასაბრუნებლად. ასევეა დედამიწა ერთი მხრივ მზადაა გაიღოს საკუთარი ჯანმრთელობა (ნავთობის მოპოვება, საწვავის გამონაბოლქვი…) რადგამ მოაგროვოს ეს სიმდიდრე, მეორე მხრივ კი ამ მოგროვილი სიმდიდრით ისევ ჯანმრთელობის აღდგენაზე ფიქრობს. ასეა თუ ისე ყველაა მზადაა ნავთობში უმარავი ფული დახარჯოს, რადგან იციან, რომ ის ყველას ჭირდება. არიან ქვეყნები, რომლებიც განებივრებილნი არ არიან ნავთობის არსებობით და ერთ-ერთი მათ შორის საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობი მთლიანად ევროპიდან შემოდის, საქართველოში არსებული კომპანიები მსოფლიო ბაზარზე უამრავ ფულს ხარჯავენ ნავთობში. მსოფლიო ტენდენციები კი ხშირად იცვლება, დღეს  ჩვენთან საწვავის ფასი არც თუ ისე სახარბიელოა, ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების დონე კი, არც ისე მაღალი. საქართველოში გაიზრდება თუ შემცირდება საწვავის ფასი? რა განაპირობებს ფასის ცვლილებას? რა იწვევს ნავთობის ფასის ზრდას მსოფლიო ბაზარზე? ამ და სხვა საინტერესო თემებზე “თბილისი თაიმსს” – “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ესაუბრა.

სტატისტიკის მიხედვთ, საქართველოში არსებულმა ნავთობკომპანიებმა საწვავს ფასი მოუმატეს. საწვავზე ფასების მომატების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების  ზრდა შეიძლება იყოს?

ამ კითხვას მე არ ვეთანხმები, ივლისის თვეში  იყო საწვავის ფასისი შემცირება.  ხოლო რაც შეეხება მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა.  კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილი იყო 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებული იყო 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე; როგორც ფასის მომატება ასევე შემცირება, არის დაკაშირებული ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილებასთან. რაც შეეხება ივლისის თვეს, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით:  ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი – 13.75 დოლარით/ტონაზე”.

ბატონო ვანო, თქვენი პროგნოზი როგოია, საწვავზე ფასები ტენდენცია, როგორ შეიძლება განვითარდეს?

რაც შეეხება სამომავლო პერპექტივებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე,   ნავთობის ფასის ზრდა ასევე დაკავშირებულია მსოფლიო პრობლემასთან. ამ ეტაპზე ეს იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისი, რომელიც მსოფლიოში  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ერაყში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამიტომ ამ პროცესემბა ბუნებრივია საწვავი ფასი გაზარდა.   ნავთობის ფასის ზრდას ასევე ნაწილობრივ  ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც. იმიტომ, რომ  რუსეთი არის უდიდესი ნავთობის მომპოვებელი სახელწიფო, ის  უკრაინის გავლით ახორცილებდა ევროპაში ნავთობის  ტრასპორტირებას.  არც ერთ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში რეალურად  ნავთობის მიწოდებას პრობლემა არ შექმნია, თუმცა სწორედ მსგავი ტიპის მოვლენები  გამაპირობებს მსოფლიოში  ნავთობზე ფასის მატებას.   როდესაც  ერაყში კონფლიქტი ჩაცხრა, არც რუსეთ უკრაინის კრიზისმა იმოქმედა,   ნავთობის ექსპოტს საფრთხე არ შეექმნა და მსოფლიო  ბაზარმაც ვერ იგრძნიო ეს პრობლემა.  შესაბამისად ნავთობის ფასმა დაიწყო კლება. ნავთობის ბაზარი არის სენსიტიური მსგავსი პრობლემების მიმართ.  მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვანი მომენტია ნავთობის ფასის ცვლილებასთან მიმართებში. საერთო ნავთობის მომხმარებელთა რაოდენობა განსაზღვრავს შემდგომ მის ფასს,  მოხმარება მაღალია- ფასიც შედარებით მაღალია. დღევნდელი მოცემულობთ ნავთობზე ფასი მცირდება თუ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება,   რაღაც  დროის შემდეგ ეს ყველაფერი  საქართველოზეც აისახება და ფასები შემცირდება. ყოველშემთხევაში ფასების მატება ამ ეტაპზე გამორიცხულუია.

რა გზა გესახებათ თქვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს?

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი ხელისუფლება მსგავს პრობლემებში ვერ ერევა.  რატომ? საერთაშორისო ფასი ეს არის მსოფლიოს მოცემულობა ანუ მსოფლიოს ფასი. ნავთობის ფასიდან  გამოდის Platt’s-ის საერთაშორის ფასი. Platt’s ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ნავთობპროდუქტების ყოველდღიურ ფასს ადგენს. რადგან ჩვენ ნავთობის იმპორტიორები არ ვართ, კონტრაქტის დადების დროს მწარმოებელსა და მყიდველს შორის  გათვალისწინებულია სწორედ  Platt’s-ის ფასები, ამიტომ უპორობო დამოკიდებულებაა საერთაშორისო ფასი. ხელისუფლემას არანაერი ბერკეტი არ გააჩნია. ერთი მხრივ ფასი დამიოკიდებულია საერთაშორისო ფასზე, მეროე მხრივ  დამოკიდებულია პირდაპირ ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებაში, თუ ლარი სტაბილურია შესამაბისად ფასიც სტაბილურია თუ ლარი ვარდება დოლართან მიმართებაში  ამ შემთხევაში ფასიც მატულობს. დღეს ისმის  კითხვა:  რატომ არის ასეთი მაღალი ფასები? ფასის ზრდა უკავშირდება ლარის გაცვლით კურსს და  საგადასახადო დაბეგვრას. პროდუქტი, როდესაც შემოდის ხდება მის განბაჟება, არის სხვადასხვა გადასახადები. სახელმწიფოს ბერკეტიც სწორედ  ეს არის მას შეუძლია შეამციროს ეს გადასახედაები, მაგრამ ამას  აქვს მეორე უკიდუროსება, ამ შემთხევაში სახელმწიფო კარგავს სტაბილურ, გარანტირებულ შემოსავალს,  რომელიც აუცილებლად ჭირდება, ამიტომ  როდესაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორის ბაზარზე სახლწიფოს არანაერი ბერკეტი არ გააჩნია. ჩვენ ქვეყანაში ოპერირებს 5 კომპანია, არსებობს  ცალკე არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები, ასე რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია, რაც  ფასის რეგულაციებს განაპირობებს.  ასეთი მდგომარეობა კი მარტო საქართველოში არ არის,  ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ნავთობი არ გააჩნია.

ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი საწვავზე ფასების ზრდის მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებს, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ვარაუდი?

ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება არაფერ შუაში არ არის. ახლა ფასის მატება პირდაპირ იყო დაკავშირებული საერთაშორის ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან.  ახლა ლარი სტაბილურუია. ეს იყო ადრე, როდესაც ლარი გაუფასურადა, მაგრამ  მიმდინარე ეტაპზე როგორც ფასის მატებას ასევე კლებას განაპირობებს საერთაშორისო ფასი.

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, თუ აისახება ცვლილებები საწვავის ფასზე და ხარისხზე?

ასოცირების ხელშეკრლებაზე ხელის მოწერა ქვეყანას სამომავლოდ ავალდებულებს, რომ საქართველოში საწვავის ხარისხი იყოს ევროსტანდარტების შესაბამისი. დღეს საქართველოს  კანონმდებლობით არ აქვს ვალდებულება, რომ შიდა ქსელში ქონდეს ევრო 4-5- 6 სტანდარტის საწვავი.  ჩვენთან რეალიზებული სტანდარტი არის ევრო 1-2 შორის. თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც ევრო 5 სტანდარტის, ევროპიდან იმპორტირებულ საწვავს ყიდიან. სამომავლოდ კი ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია  ავალდებულებს ქვეყანას, რომ   ეტაპობრივად მოახდინოს სტანდარტის გამკაცრება. საწვავი  იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს. ამ ყველაფერმა კი შეიძლება რაღაც დოზით საწვავის ფასისი მატება გამოიწვიოს. დღეს მაგალითად  პირობითად ვთქვათ შეგიძლიათ შეიძინოთ 2.10 თეთრიანი დიზელი, არის ასევე უფრო ძვირადღირებული დიზელი – 2.30 თეთრიანი, თუ ჩვენ ევროსტანდარზებზე გადავალთ ეს 2.10 თეთრიანი დიზელი აღარ იქნება ბაზარზე, რადგან ვერ დააკმაყოფილევს ევრო სტანდარტებს. ახლა ყველაზე დიდი მომხმარებელი დაახლოებით 70% ჩვენთან ჰყავს რეგულარს, რადგან შედარებით დაბალი ფასი აქვს. მაღალი მოთხოვნები საწვავის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთად დღეს გარკვეული მიზეზებით არ არის, განაპირობებს საწვავის გაძვირებას.

იმ ეკონომიკრი მდგომარეობის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია, რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს საწვავზე ამჟამად არსებული ფასები?

რა თქმა უნდა, ახლა სამწუხაროდ საწვავს მაღალი ფასი აქვს.  დღეს ოჯახის სამომხმარებლო კალათა დამოკდებულია სხვდასხვა პროდუქტებზე და ამ ყველაფერთან ერთად მათ ჭირდებათ საწვავიც, რაშიც მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს. ეს სამწუხარო რეალობაა. საწვავის  ფასი მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არასამართლაინია. დღეს არსებული  ფასი არის საბაზრო ფასი.  ბენზინის მოხმარებას დღეს აქვს ალტერნატივა ავტოგაზის სახით. ავტოგაზის ფასი საწვავთან შედარებით გაცილებით დაბალია. ძალიან ბევრი ბენზინის მომხმარებელი გადასულია ავტოგაზზე. საბედიეროდ საქართველოს ალტენატატივა აქვს და იმ სოციალური ფონისათვის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაიშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ თქვით, რომ საქართველოს გააჩნია ალტერნატივა, ავტოგაზის გამოყენება სხვა ქვეყნებში აკრძალულია?

არ არის აკრძალული, მაგრამ ალტერნატივა, რომ გქონდეს შენ უნდა გაგაჩნდეს წყარო,  რესურსი, რომ ეს ყველაფერი გამოიყენო.  საქართველოს საბედნოეროდ აქვს ეს ალტერნატივა, რადგან ჩვენ გაზიფიცირებული ვართ. არის მაღალმთიანი რაიონები სადაც გაზი არ არის, მაგრამ ძირითადი მასა გაზიფიცირებულია და წვდომა აქვთ ბუნებრივ აირზე, რომელიც შედარეებით იაფი ჯდება. ეს ყველაფერი სომხეთს აქვს ძალიან კარგად ათვისებული, ასევეა რუსეთშიც. აზერბაიჯანს კი ეს არ ჭიდება, რადგან იქ საწვავზე დაბალი ფასებია. კარგია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ამის ფუფუნება და ეს მიმართულებაც კარგად ვითარდება საქართველოში.

თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საწვავის ფასი საზღვარგარეთ და რამდენად ხელმისაწვდომია ის იქაური მოქალაქეებისთვის?

 ჩვენი რეგიონის ფასების ევროპასის ფასებთან შედარება არ შეიძლება. ჩვენთან და სომხეთში თითქმის ერთი და იგივე ფასებია, რუსეთში შედარებით დაბალი, რადგან ის უდიდესა მწარმოებელია. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში არსებულ ფასებს თუ შევადარებთ ჩვენ ფასებს ვნახავთ, რომ ჩვენ ამ მხრივ არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, თითქმის იდენტური ფასებია. ევროპის ქვეყნებზე კი არ ვსაუბრობ, რადგან იქ ძალიან მაღალი ფასებია.

თუმცა, იქ ეკონომიკრი დონეც უფრო მაღალია?

კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური დონეც მაღალია. მოდით ასე ვთქვათ საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარება და დღეს არსებული ფასები არათანაზომადია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან იმის გამო, რომ ეკონომიკა არ არის განვითარებული საწვავზე უფრო იაფი ფასი უნდა იყოს.  მაშინ  ჩვენ უნდა მოვიპოვებდეთ ნავთობს, უნდა გვქონდეს ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნები… მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი დაბალიო ფასების არსებობა. დღეს კი, როდასაც ჩვენ ყველაფეს ვყიდულობთ სხვადასხვა ქვეყნებისგან უფრო დაბალი ფასი რეალურად ვერ იქნება. ობიექტური რეალობა არის ის, რომ კომპანიებს განსავითარებლად ჭირდება ფასდანამატი და ეს დაბალი ფასების პირობებში ვერ მოხერხდება.

21.07.14

ანო მუქათარიძე

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ხელნაკეთი სანთლები, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ
ახალი ამბები

ხელნაკეთი სანთლები, რომლებსაც საკუთარი ისტორია აქვთ

2021/02/16
„ჩვენი საქმიანობა ემსახურება სისხლის საჭიროების მქონე პიროვნების ან მათი ახლობლის პირდაპირ დაკავშირებას დონორთან“
ახალი ამბები

„ჩვენი საქმიანობა ემსახურება სისხლის საჭიროების მქონე პიროვნების ან მათი ახლობლის პირდაპირ დაკავშირებას დონორთან“

2021/02/06
საქართველოში პირველად Pfizer-ი შემოვა – ტიკარაძე დეგნანს შეხვდა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად Pfizer-ი შემოვა – ტიკარაძე დეგნანს შეხვდა

2021/01/12
Next Post
ირაკლი ღარიბაშვილი: “მინისტრებს პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მათ ეს ნორმალურად მიიღეს”

ირაკლი ღარიბაშვილი: "მინისტრებს პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მათ ეს ნორმალურად მიიღეს"

მიხეილ მაჭავარიანი: “გადაწყვეტილებებს არც ღარიბაშვილი და არც მინისტრები არ იღებენ”

მიხეილ მაჭავარიანი: "გადაწყვეტილებებს არც ღარიბაშვილი და არც მინისტრები არ იღებენ"

ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი უქმდება

ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი უქმდება

Discussion about this post

ახალი ამბები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება
ახალი ამბები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება

2021/02/24
0

საკოორდიოანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშო-ბაღები,როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირვლეი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირების პირობით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,...

სრულად
RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს

RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს

2021/02/24
ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი

ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი

2021/02/23
ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

2021/02/23
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს

2021/02/23
Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია – ცერცვაძე

Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია – ცერცვაძე

2021/02/22
“ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია” – მიხეილ ჩხენკელი

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ

2021/02/22

საინტერესო

იულია ტიმოშენკო თავისუფალია

იულია ტიმოშენკო თავისუფალია

7 წელი ago

ბრიტანული დიპლომის მიღება უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი

4 წელი ago

ალექსანდრე ჭიკაიძე მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ესტუმრა

7 წელი ago
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისს ახალი მოადგილეები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისს ახალი მოადგილეები ჰყავს

6 წელი ago

კალენდარი

თებერვალი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

სიახლეები

  • პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება 2021/02/24
  • RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს 2021/02/24
  • ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი 2021/02/23

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In