• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ნებისმიერი მოძალადის მიზანია მორჩილება, რაც ყველაზე დიდ კმაყოფილებას ანიჭებს“ – ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ნებისმიერი მოძალადის მიზანია მორჩილება, რაც ყველაზე დიდ კმაყოფილებას ანიჭებს“ – ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო რამდენიმე კვირაა მსოფილიო მოიცვა სექსუალური შევიწროვების თემამ. პირველად ცნობილი ამერიკელი კინოპროდუსერი, ჰარვი ვეინშტეინი, დაადანაშაულეს სექსუალური ტიპის შევიწროვებაში. როგორც ჩანს, სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთა რიცხვი არცთუ ისე მცირეა.

თუ ადრე, ჩვენს ქვეყანაში, მსგავს თემებზე საუბარი ტაბუ დადებულად ითვლებოდა, დღეს უკვე  აქტიურად დაიწყო მსჯელობა და  საუბარი.

რატომ ხდება ადამიანი მოძალადე, რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავი დავიცვათ მოძალადისგან, ამ და სხვა საინტერესო კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ ფსიქოლოგ, ირინა ტაბუციძეს მიმართა.

პირველყოვლისა, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროვება? რა ტიპის ძალადობას შეიძლება მივანიჭოთ ამგვარი კვალიფიკაცია?

– სექსუალური ტიპის შევიწროვებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა მეორე ადამიანზე სექსუალური შინაარსით. ეს შეიძლება იყოს შეხება, უხამსი სიტყვები და ა.შ.

სექსუალური შევიწროვების მსხვერპლნი უმეტესად ქალები არიან. რას განიცდიან ამ დროს ისინი და რამდენად რთულია ამის აღიარება?

-პირველ რიგში, ისინი განიცდიან შეურაცხყოფას. ეს არის ძალიან დამამცირებელი და სტრესული. სტრესი კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ის არის სუბიექტური და პიროვნულ ნიშნებზე მიმართული. როგორც წესი, სექსუალური ძალადობა და შევიწროვება პიროვნულ ნიშნებს ეხება და ამიტომ, ძალიან მძიმე აღსაქმელი და გადასატანია. განსაკუთრებით რთულია ამასთან შეჯახება პატარა ასაკში, როცა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის რასთან აქვს საქმე. არ იცის იმიტომ, რომ მისთვის მანამდე არავის უსწავლებია. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბავშვებს ისე ვზრდით, რომ არ ვასწავლით, როგორ უნდა დაიცვან თავი სხვადასხვა სიტუაციაში.  შემდეგ უკვე ბავშვი იზრდება და ჩნდება შიში, თუ მან რაღაც ასაკში ძალა არ მოიკრიფა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. შიში იმდენად ძლიერია, რომ მთლიანად მოიცავს ადამიანს. თითქოს შეშდება და არ იცის, როგორ უნდა ებრძოლოს ამას, რა გააკეთოს. მოძალადისთვის ეს ნიშნავს მსხვერპლის დამორჩილებას. მსხვერპლი არის ყოვლად უსუსური და მასზე დამორჩილებული. ნებისმიერი მოძალადის მიზანია მორჩილება, რაც ყველაზე დიდ კმაყოფილებას ანიჭებს.

ალბათ, საინტერესოა, არა მარტო მსხვერპლის  მდგომარეობა, არამედ ისიც, რა ხდება  მოძალადის ფსიქიკაში? ისინი რამდენად აღიარებენ ხოლმე მომხდარ ფაქტს?

-ნებისმიერი ძალადობა, როგორც წესი, თავად აქვთ ხოლმე განცდილი მოძალადეებს, მაგალითად, ბავშვობაში, ოჯახში და ა.შ. იშვიათი შემთხვევა არაა, როცა თვითონ მოძალადეები არიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. შესაძლებელია ისიც, რომ არაფერი ასეთი არ მომხდარა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გამო მოძალადედ ჩამოყალიბდა ადამიანი. მოძალადის მთავარი მიზანი არის მსხვერპლის არსებობა, მსხვერპლის, როგორც დამორჩილებული ობიექტის. ამას თუ მიაღწია, ის კმაყოფილია. როგორც წესი, შემდეგ ინტერესიც იკარგება, გააჩნია, მისი მიზანი რა არის და რის მიღწევას ცდილობს, უბრალოდ შეშინებას, რეალურ ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას თუ სადამდე მიდის მისი მოთხოვნილებები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა საზოგადოებაში მათ მიმართ, ვინც ხმამაღლა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. თქვენი აზრით, რატომ უჩნდბათ გარკვეული რაოდენობის ადამიანებს მსხვერპლისადმი აგრესია?

-ჩვენს ქვეყანაში ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ბევრია, ვგულისხმობ ზოგადად ძალადობას: ოჯახში, საზოგადოებაში და ა.შ. საზოგადოებაში აგრესიული ფონიც საკმაოდ მაღალია და ეს ძალიან თვალსაჩინოა. სოციალურ ქსელებში რომ შეხვიდეთ, ეს აშკარად იგრძნობა. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ლანძღონ ყველა და ყველაფერი უკონტროლოდ. სამწუხაროდ, ასეთი ბევრია.

მეორე მიზეზი ისაა, რომ მსხვერპლი აღიქმება პროვოკატორად. თითქოს მან თვითონ გამოიწვია მოძალადე.ზოგადად, ხშირად ხდება და მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის, როცა სექსუალურ ძალადობაში თავად მსხვერპლი ხდება ხოლმე დამნაშავე. საზოგადოება მას ნათლავს როგორც დამნაშავეს. თითქოს, სხვადასხვა „პროვოკაციული გამოწვევებით“, „მინიშნებებით“ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო.

რეალურად, ყველამ უნდა იცოდეს და მათ შორის მსხვერპლმაც, რომ ასეთი ფაქტის დროს ის არასდროს არ არის დამნაშავე. ეს არ არის მისი პრობლემა. ეს არის ერთგვარად პასუხისმგებლობის გადატანა და, თითქოს, ქმედების შერბილება. როცა საზოგადოებაში მოძალადეების სიმრავლე შეინიშნება, ჩვენ ეს ყველას გვაწუხებს და ბუნებრივია, ვცდილობთ, რომ შევარბილოთ და ისე მძაფრად არ დავინახოთ ფაქტები, როგორიც სინამდვილეშია. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. დანაშაულის შერბილების გამო მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვიწყებთ, რომ ჩვენც ავიცილოთ პასუხისმგებლობის წილი. ჩვენ შევსწრებივართ ძალადობის ფაქტებს ქუჩაში: ყვირილს, ხმამაღლა ჩხუბს, ლანძღვა-გინებას და იშვიათია, რომ ვინმემ პატრული გამოიძახოს ან ჩაერიოს. როგორც წესი, ქალის და მამაკაცის, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში საზოგადოება არ ერევა.

არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი იმისათვის, რომ  სექსუალური შევიწროვების მსხვერპლს დავეხმაროთ არსებული ტრავმული მდგომარეობიდან გამოსვლაში?

-ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია, რომ არსებობს სხვადასხვა დახმარების ცენტრი, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციაც. ძალადობის შემთხვევაში ცხელი ხაზი არსებობს ქალთა დახმარებისთვის და არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. იქ მომუშავე ფსიქოლოგებსა და იურისტებს შეუძლიათ საკმაოდ კვალიფიციური დახმარება. პრობლემა ეს არ არის. პრობლემა აქამდე მისვლაა. შემდეგ უკვე დახმარება შესაძლებელი და რეალურია. მთავარია, ადამიანს გააზებული ჰქონდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც, ძალადობის ოჯახში ცოლ-ქმარს შორის, რომელშიც საზოგადოება არ ერევა, იმიტომ, რომ, თითქოს,  მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა. მივდივართ ისევ განათლებამდე. ამის პრევენციისათვის, პატარა ასაკიდანვე ბავშვებს უნდა ვასწავლიდეთ, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ შეხებასა და სექსუალურ შეხებას შორის, რა დროს უნდა ავტეხოთ განგაში, რა დროს უნდა ჩავრთოთ მშობლები და ვუთხრათ, რომ რაღაც ისე არ არის. ხშირ შემთხვევაში, უმეტესად ბავშვებთან, მოძალადე არის ოჯახის ახლობელი, ნათესავი, პედაგოგი და ა.შ. მოზარდობის ასაკში მნიშვნელობა აქვს იმას, რა გარემოშია ბავშვი გაზრდილი. თუ მის ოჯახში ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, დიდი ალბათობით, ზღვრის დანახვა მას გაუჭირდბა. მაინც ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის განთლებამდე. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და ის, სად მთავრდება სხვისი უფლება. თუ ყველა ერთად განგაშს ავტეხთ და ხმას ამოვიღებთ, ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრება. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი უნდა დაიწყოს.

ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ წუთებშიც განიცდიან სექსუალურ შევიწროებას და ამაზე ვერ საუბრობენ. რას ეტყოდით მათ? როგორ უნდა მოიქცნენ?

-ნუ შეგეშინდებათ, – ესაა მთვარი მესიჯი. პირველ რიგში, თუ სახელმწიფოს არ მიმართავთ, შეარჩიეთ სანდო ადამიანი, რომელთანაც საუბარი შეგეძლებათ. არ დარჩეთ მარტო და არ დაიტოვოთ გულში ეს პრობლემა. გაანდეთ ვინმეს და მოუყევით.  სასურველია, ვისაც უყვებით, თანაგიგრძნობდეთ, თქვენს მდგომარეობაში შედიოდს და გეხმარებოდეთ მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში. შემდეგ უნდა იბრძოლოთ თქვენი უფლებებისათვის. მესმის, რომ ბევრ პრობლემას აწყდებიან ამ დროს ქალები. ვინც ხმა ამოიღო, საკმაოდ დიდი აგრესიის მსხვერპლი გახდა. რაც უფრო მეტი და მეტი ადამიანი იწყებს ხმის ამოღებას, პრობლემაც მალევე გვარდება. ტალღა ერთი თუ აგორდა, არაფერი  შეაჩერებს. რაც მთავარია, არ უნდა ვიყოთ ჩუმად და დახმარება უნდა მოვითხოვოთ. უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა და მას გადაჭრა სჭირდება.

მაგდა ბატიაშვილი

Share5Tweet3

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ძალიან მალე ისევ 5 ათასამდე ავალთ – პაატა იმნაძე

ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ძალიან მალე ისევ 5 ათასამდე ავალთ – პაატა იმნაძე

6 years ago
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

13 years ago

“სად დაირღვა სიტყვის თავისუფლება, სად ჩაერია ხელისუფლება რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებელ მუშაობაში?!”

11 years ago
ირაკლი ღარიბაშვილიდ: “საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას”

ირაკლი ღარიბაშვილიდ: “საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას”

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by