• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – კომერციული ბანკები აფასებენ

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – კომერციული ბანკები აფასებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო პრაქტიკის განხილვისა და სხვადასხვა ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო – კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალათ.ბანკების არაპროფილურ საქამიანობაში ჩართულობა კი ეროვნული ბანკის მიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში სექტორისთვის რისკიანად ფასდება, მიზეზად კი დასახელდა, მსგავსი პრაქტიკის მიერ გაჩენილი ინტერესთა კონფლიქტი და კონფლიქტის რისკი.

საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნორმატიული აქტის სახით გამოსცა. ექსპერტების აზრით, დღეისათვის საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები შედარებით მცირეა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი დროინდელ ლიბერალურ  პოლიტიკას დღეს უკვე მკაცრი რეგულაციებით შეიცვალა.  

„ეს გადაწყვეტილება  ბანკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მითუმეტეს მათ განვითარებაზე, რადგან არაპროფილური აქტივების რაოდენობა მიზერულია. პირიქით, ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა იმდენად, რამდენადაც იგი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გამოიწვევს. ეს რეგულაცია უფრო სამომავლო და პრევენციულია, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის დასარეგულირებელი, რადგან კიდევ ვიმეორებ ამ მხრივ, ჩვენ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს,“ –  ამის შესახებ განაცხადა  „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ.

news_16118ზურაბ გვასალია:  „საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება პრობლემას არავისთვის არ წარმოადგენს, ხოლო გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ აღარ არსებობს ლიბერალური პოლიტიკისა და მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა, პირიქით ეს გადაწყვეტილება და რეგულაცია ბანკების რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით არის მიღებული. სებ-ის ლიბერალური დამოკიდებულება ბანკების მხირიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო იმ გეგმისა, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დასაძლევად იყო შექმნილი. კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით, შემუშავდა სხვადასხვა რეგულაცია ბანკების არაპროფილური საქმიანობის შერბილებასთან დაკავშირებით. ამის ძირითადი მიზეზი 2008 წლის ომი იყო, რომელმაც ფაქტობრივად, ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ბანკებში ჩარჩენილი იყო უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვაც ვერ მოხდა და შესაბამისად ვერც გაიყიდა.ლიბერალური პოლიტიკა, რომ არ განხორციელებულიყო, ფაქტობრივად, სამშენებლო ბიზნესი მთლიანად გაჩერდებოდა. სამშენებლო ფირმების ეს მავნე პოლიტიკა უნდა შეჩერდეს. მათ, უბრალოდ იმედი ჰქონდათ, ბანკებისა და სესხის გამოტანის. ისინი საკუთარი სახსრებით საძირკველს ჩაყრიდნენ და შემდგომ ბანკების იმედად რჩებოდნენ, ეს რა თქმა უნდა ცუდი მიდგომაა. პირიქით  ისინი უნდა ცდილობდნენ, რომ მოახდინონ კაპიტალიზაცია, უცხო ინვესტორები მოძებნონ და მხოლოდ საბანკო სესხებზე არ იყვნენ გადართულნი. უნდა ითქვას,რომ არაპროფილური საქმიანობების მასშტაბები ძალიან მცირეა საქართველოში. შეზღუდვები თუნდაც ძველ ნორმატივებზე რომ დავიდეს, იგი პრობლემას მაინც არ წარმოადგენს, რადგან საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივები ამ ნორმატივებს ისედაც არ სცილდებოდა. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში  მონოპოლია არსებობდა. სამწუხაროა, რომ ციფრებს არავინ უყურებს რადგან არაპროფილური აქტივების წილი ბანკების აქტივებთან მიმართებით მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს, რაც ძალიან ცოტა არის და შეუძლებელს ხდის ერთი, რომელიმე კომპანიის სიძლიერეს.  ეს გადაწყვეტილება  ბანკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მითუმეტეს მათ განვითარებაზე, რადგან არაპროფილური აქტივების რაოდენობა მიზერულია. პირიქით, ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა იმდენად, რამდენადაც იგი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გამოიწვევს. ეს რეგულაცია უფრო სამომავლო და პრევენციულია, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის დასარეგულირებელი, რადგან კიდევ ვიმეორებ ამ მხრივ, ჩვენ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. გადაწყვეტილება ბანკების რეპუტაციული რისკების გათვალისწინებითაა მიღებული. როგორც ვთქვი, არ არის შესაშფოთებელი ეს კანონი, რადგან პირიქით უკვე არსებული ლიბერალური პოლიტიკის ფარგლებში უფრო ბევრ კითხვას სვამდნენ და რეპუტაციას ულახავდნენ ბანკებს, რაც მათი რეპუტაციის დაცემის რისკს ზრდიდა. მომხარებელზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს, მითუმეტეს, რომ თავად ბანკებისთვის არ იქნება ეს პროცესი მტკინვეული. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდების სფეროთი, რაც მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად ახალი რეგულაცია საბანკო სექტორზე უარყოფითად არ აისახება, მითუმეტეს. რომ რეპუტაციული რისკების შემცირებით მომხარებელს უფრო მეტი სანდოობა ექნება. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიებს ისინი, დღესდღეობით, ისედაც კარგ მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო ქვეყნის დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც არ არის სამშენებლო სამუშაოები გაჩერებული და შეფერხებული,“ – განმართავს გვასალია.

 ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება „თბილისი თაიმსთან“  ბაზარზე არსებულმა რამოდენიმე კომერციულმა ბანკმა შეაფასა:

10639185_872642812766996_2017299124_o„საქართველოს ბანკი“  – „არაპროფილური ბიზნესი ისედაც გამიჯნული იყო საქართველოს ბანკის შემთხვევაში, მაგალითად m2-ს ყავს ბანკისგან დამოუკიდებელი მენეჯმენტი, რომელსაც ბანკთან არანაირი შეხება არ აქვს, ასევე ბანკისგან დამოუკიდებლად აქვს მოძიებული დაფინანსება. ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოს ბანკი, ბუნებრივია მოქმედებს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად და მოახდენს სტრუქტურულ ცვლილებებს და შესაბამისად, არაპროფილურ ბიზნესს იურიდიულადაც გამიჯნავს.“

10814387_872642809433663_1604326110_n„თიბისი“ ბანკი  – „თიბისი“ ბანკი მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას. იგი პრობლემას არ წარმოადგენს ბანკისთვის, რადგან არაპროფილური ბიზნესით დაკავებული არასდროს ყოფილა „თიბისი“. ჩვენი მიზანია ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არ ვუწევთ კონკურენციას ისეთ ბიზნესს, როგორიცაა მშენებლობა და სხვა.

10523174_872642799433664_1399255024_n„ლიბერთი  ბანკი“ – „ლიბერთი ბანკისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან არაპროფილური აქტივები ბანკის მთლიანი აქტივების მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის შემდეგ, ბანკის საკრედიტო ინსტიტუტი, უკვე მუშაობს არაპროფილური აქტივების ბანკიდან გამიჯვნაზე.“

10811486_872642806100330_644335641_n„ბანკი რესპუბლიკა“  – „რესპუბლიკა ბანკი“ დადებითად ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას და რეგულაციას საგანგაშოდ არ მიიიჩნევს. ვფიქრობთ, რომ ეს რეგულაცია  კომპანიებსა და მითუმეტეს ბანკებს სირთულეს არ შეუქმნის.“

14.11.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

79 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი – კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღდგა

79 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი – კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღდგა

6 years ago
დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან: იყავით კრიტიკულები მაგრამ ობიექტურები

დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან: იყავით კრიტიკულები მაგრამ ობიექტურები

8 years ago

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

10 years ago
“პირველი ნაბიჯი”-მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს

“პირველი ნაბიჯი”-მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს

7 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by